თმის ცვენა

Medical House მარ 26,2019

თმა ყველა ადამიანს სცვივა. ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ღერ თმას კარგავს. ასეთი რაოდენობით თმის დაკარგვა ნორმაა და გამელოტებას არ იწვევს, რადგან იმავდროულად ადამიანს ახალი თმა ეზრდება. მაგრამ არსებობს თმის პათოლოგიური ცვენა, როდესაც დაკარგული თმის ღერები ახლის ამოსვლით არ ანაზღაურდება. უმეტესობა ფიქრობს, რომ გამელოტება, ძირითადად, მამაკაცებს ემუქრებათ და მას იშვიათ ასაკობრივ დაავადებებს მიაწერენ. სინამდვილეში, თმის ცვენა და თავის კანის გაღიზიანება ქალებშიც ფართოდ არის გავრცელებული.

თმის ცვენის მიზეზებია:

  • ესტროგენის ნაკლებობა

ესტროგენი არის ჰორმონი, რომელიც თმაზე ზრუნავს. თუ ორგანიზმში ამ ჰორმონის ნაკლებობაა, იწყება თმის ცვენა.

  • თმის არასწორი მოვლა

თმის შეღებვა, დაუთოება, დახვევა და ცხელი ჰაერით თმის გაშრობა ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს თმაზე, რადგან იგი აშრობს თმას და იწვევს თმის ცვენას.

  • რკინის ნაკლებობა

მკაცრი დიეტა ხშირად რკინის ნაკლებობას იწვევს. სისხლის ანალიზის გაგებით შეგვიძლია დავადგინოთ რკინის რაოდენობა ორგანიზმში.

  • ცხოვრების სტილი

თმის ცვენას და მის სიმშრალეს ხშირად იწვევს გადატანილი სტრესი, არასწორი კვება და უმოქმედო, მჯდომარე ცხოვრების წესი. ამიტომ თუ ჯანმრთელი და ლამაზი თმა გინდათ გქონდეთ, ეცადეთ რეგულარულად ივარჯიშოთ და მიირთვით ჯანსაღი საკვები.

  • გენეტიკა

როგორც მამაკაცების, ასევე ქალების თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გენეტიკური დაავადებები იყოს.

  • კანის დაავადებები

ალოპეცია (გამელოტება) აუტომუნური დაავადებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს - ჰორმონალურმა დარღვევამ, გენეტიკამ, ინფექციამ და სხვა. ამ დროს ორგანიზმი ვერ ცნობს საკუთარ უჯრედებს და მათ უცხო უჯრედებად აღიქვამს.

მიზეზიდან გამომდინარე, შესაბამისმა მკურნალობამ შესაძლებელია მდგომარეობა გაუუმჯობესოს პაციენტს. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა შეუძლებალია, ექიმის რეკომენდაცია თმის გადანერგვაა.

თმის ცვენის შემთხვევაში, მოგვმართეთ და ჩვენი ექიმები შესაბამისი ანალიზების ჩატარების შემდეგ, მიზეზს და მკურნალობის პროცესს დაგიდგენენ.


დაგვიკავშირდით.